ბეისბოლის ფედერაცია თელავში
- ymcatelavi1
- May 18, 2013
- 1 min read

დღეს თელავის ახალგაზრდობის ქრისტიანულ ასოციაციაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ბეისბოლის ფედერაციის წარმომადგენლები და მათ მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარეს შეხვედრა ჩვენს წევრებთან. მათ ახალგაზრდებს გააცნეს ბეისბოლის თამაშის ძირითადი წესები და ბურთის დარტყმის და დაჭერის ტექნოლოგია. ასევე შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ თელავის სხვადახვა საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. სამწუხაროდ თელავში არ არსებობს ბეისბოლის გუნდი და შეხვედრის მიზანია სამომავლოდ გადაიდგას ნაბიჯები ბეისბოლის განვითარებისათვის თელავში.
Comentários